პროექტი

1. პროექტის სახელწოდება: "ჯანსაღი და სწორი კვება ჯანმრთელობის
საწინდარია."


2. პროექტის მთავარი იდეა(თემა): ჯანსაღი და არაჯანსაღი კვება


3. პროექტის აქტუალობა: ეს ძალიან აქტუალური თემაა, რადგან
დღესდღეობით არასწორი კვება და არასწორი დიეტა საკმაოდ აქტუალურ
პრობლემას წარმოადგენს მოზარდებში. არასწორი კვებით მოზარდები
ხდებიან მოწყვლადი დაავადებებისა და ადრეული სიკვდილის მსხვერპლნი.
მეორე მხრივ, ჭარბი წონა და სიმსუქნე, ჯანმრთელობის მხრივ სერიოზული
თანმხლები შედეგებით მიმდინარე არასწორი კვების მეორე ფორმაა.

4. პროექტის მიზნები:   მოსწავლეებმა შეძლონ კვებასთან დაკავშირებით
ინფორმაციის მოძიება და დამუშავება, დაასახელონ რა გავლენა შეიძლება
მოახდინოს არასწორი და არაჯანსაღი კვებამ მოზარდებზე. მიზნობრივად
გამოიყენონ ისტ, ისწავლონ თანამშრომლობა და ურთიერთდახმარება, ასევე
დაეუფლონ მაღალ სააზროვნო უნარებს.


5. მონაწილეთა ასაკი: 14-15


6. ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე


7. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ მაღალი
სააზროვნო უნარები; თანამშრომლობისა და ჯგუფური მუშაობის
უნარ-ჩვევები; ისტ-ის მიზნობრივად გამოყენების უნარ-ჩვევები; ეცოდინებათ
ჯანსაღი კვების მნიშვნელობა, გაუმდიდრდებათ ლექსიკური მარაგი
ინგლისურში, რაც მთავარია, არსებულ ცოდნას გამოიყენებენ პრაქტიკაში.


8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სპეციალური ოთახი,
კომპიუტერი, პროექტორი, ინტერნეტი, დინამიკები, სკოლის ბიბლიოთეკა,
ლექსიკონები, დაფა, ცარცი/მარკერი, თაბახის ფურცლები, კალმები,
საჭიროებისამებრ ფლიფჩარტები.


9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): ინფორმაციის გაცნობა,
დისკუსია, სამუშაო ჯგუფების ფორმირება, ფუნქციების განაწილება, სამუშაოს
მსვლელობის შემოწმება და უკუკავშირის მიცემა, პრეზენტაცია.

10. საგნებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
უცხ.ს.III.23. მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე განახორციელოს სხვადასხვა ტიპის პროექტი (მაგ., გამოფენა; სადღესასწაულო სუფრა; ტურისტული ბროშურის შექმნა უცხოელებისთვის, ან სასკოლო ვებგვერდზე განთავსება; დამეგობრება მსოფლიოს რომელიმე კუთხის ისეთ კლასთან, რომელიც იმავე ენას სწავლობს და სხვა).

 შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           მასწავლებელთან ერთად აყალიბებს პროექტის წარმატებით განხორცილების კრიტერიუმებს;
·           გუნდის წევრებთან ერთად განსაზღვრავს და გეგმავს განსახორციელებელ ეტაპებს;
·           მასწავლებელთან ერთად ადგენს შესრულების ვადებს;
·           ახდენს ცოდნისა და უნარების მობილიზებას, განსაზღვრავს, თუ რა ცოდნა და უნარები უნდა შეიძინოს დასმული ამოცანების გადასაჭრელად;
·           გუნდის წევრებთან ერთად განსაზღვრავს და ინაწილებს ფუნქციებს;
·           გუნდის წევრებთან ერთად მოიძიებს, შეარჩევს და დაამუშავებს ინფორმაციას;
·           შეარჩევს პროექტის წარდგენის ფორმას;
·           განახორციელებს პროექტს;
·           გადის რეპეტიციას, გუნდის წევრებთან ერთად აკეთებს პრეზენტაციის სიმულირებას სხვა გუნდის წინაშე, კომენტარების, შენიშვნების გათვალისწინებით, აუმჯობესებს პროექტს, შეაქვს შესწორებები;
·           გუნდის წევრებთან ერთად შეიმუშავებს პროექტის საბოლოო ვერსიას და წარადგენს მას აუდიტორიის წინაშე.

უცხ.ს.III.26. მოსწავლეს შეუძლია რესურსების გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:                      
·           ეფექტურად იყენებს სახელმძღვანელოს რესურსებს (მაგ., ლექსიკონ, სტრუქტურული ნიმუშებ, გრამატიკულ ცნობარ, ილუსტრაციებ და სხვა);
·           მოიძიებს ინფორმაციას როგორც სკოლაში, ისე სკოლის გარეთ ხელმისაწვდომ რესურსებში (სახელმძღვანელოს თვალსაჩინოებები, ლექსიკონი, სკოლის/სოფლის/ქალაქის ბიბლიოთეკში, მასწავლებელთან, კომპეტენტურ პირთან და სხვა);
·           მოიძიებს ინფორმაციას/სასწავლო მასალას ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) მეშვეობით;
·           იყენებს ისტ-ს ამა თუ იმ მასალის/ტექსტის შესაქმნელად/ დასამუშავებლად;
·           იყენებს ისტ-ს პროექტების განსახორციელბლად.


უცხ.ს.III.29. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან, მასწავლებლებთან, მეწყვილესთან თანამშრომლობა შედეგების გაუმჯობესების მიზნით.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·          ამხნევებს მეწყვილეს, თანაგუნდელებს;
·          ითხოვს/სთავაზობს დახმარებას;
·          მოქმედებს გუნდის წვრებთან შეთანხმებულად;
· მსჯელობს თანაგუნდელებთან (პრობლემის გადასაჭრელად, ფუნქციების გასანაწილებლად);
·         ისმენს სხვების მოსაზრებებს, გამოთქვამს საკუთარს;
·         უთანხმოებისას ცდილობს შეთანხმების მიღწევას;
·         ცდილობს, თავისი წვლილი შეიტანოს საერთო საქმეში;
·         საჭიროებისამებრ მონაწილეობს მეწყვილს/გუნდის წევრების თანაშეფასებაში;
·        აკრიტიკებს იდეებს და არა იდეების ავტორებს, შეფასებისას იჩენს კორექტულობას;
·         კორექტულად მიუთითებს სხვების მიერ დაშვებულ შეცდომებზე;
·         მონაწილეობს თანაშეფასებაში შედეგების გაუმჯობესების ხელშესაწყობად.


11. პროექტის ხელმძღვანელი: შაფა მამედოვა


12.ხელმძღვანელის ელფოსტა: mamedova_shafa@yahoo.com


13. პროექტის ვებგვერდის ან ბლოგის მისამართი:
shafa-mamedova.blogspot.com

Comments